ჯუსოს მეღვინეობა

ჯუსოს მეღვინეობა ოჯახის წევრების მიერ 2017 წელს კახეთის რეგიონში დაარსდა. მეღვინეობა წარმოადგენს ღვინოს წარმოების მრავალწლიანი ოჯახური ტრადიციის გაგრძელებას, რომელსაც საფუძველი ოჯახის წინაპარმა, ჯუსო პაპამ ჩაუყარა. სწორედ ჯუსო პაპის სახელს უკავშირდება კახეთის რეგიონში წლების განმავლობაში მაღალი ხარისის ღვინის წარმოება.

ჯუსოს მეღვინეობა აერთიანებს საოჯახო ვენახებს, მარანს ჩვიდმეტი ქვევრით და ღვინის დეგუსტაციის სივრცეს. მეღვინეობა აწარმოებს შეზღუდული რაოდენობის ნატურალური ქვევრის ღვინოებს ორგანულად მოყვანილი ყურძნის ჯიშებიდან.